დესერტი

გამაგრილებელი სასმელები - 3 მარტივი რეცეპტი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

fun time

18:00 პარ. 11 აგვისტო, 2023 წელი

გამაგრილებელი სასმელები

14
დაკოპირებულია

ზაფხულის პაპანაქებაში ყველაზე  მეტად რისი დალევა გინდებათ? აი, სწორედ მასეთი, გამაგრილებელი სასმელების რეცეპტებს გთავაზობთ:

 

მოცვი და ფორთოხალი

  • დაჭრილი ფორთოხალი - 2 ცალი
  • მოცვი - ნახ. ჭიქა
  • შაქარი გემოვნებით
  • ცივი წყალი
  • ყინული

მომზადების წესი:

მოცვი დაჭყლიტეთ, დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად აურიეთ და მაცივარში 2-4 საათით შედგით.

ესაა და ეს, მაცოცხლებელი სასმელი მზადაა.

კივი და კიტრი

  • გახეხილი კივი - 6 ცალი
  • გახეხილი კიტრი - 1 ცალი (დიდი ზომის)
  • შაქარი გემოვნებით
  • ცივი წყალი
  • ყინული

მომზადების წესი:

ბლენდერით ათქვიფეთ კივი, კიტრი, შაქარი და 2 ჭიქა წყალი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

შემდეგ ჭურჭელში ჩაასხით და კიდევ 4 ჭიქა წყალი დაამატეთ.

სუფრასთან მიტანისას ყინული და კივის ნაჭრები დაამატეთ.

მწვანე ჩაი ყინულით და გრეიფრუტით

  • მწვანე ჩაი - 2 სუფრის კოვზი
  • თაფლი - 12 ჩაის კოვზი
  • 4 ცალი გრეიპფრუტის წვენი
  • რამდენიმე პიტნის ფოთოლი
  • ყინულის კუბიკები.

მომზადების წესი:

დააყენეთ მწვანე ჩაი, ოდნავ გააგრილეთ და გაწურეთ, შეურიეთ თაფლი და მაცივარში შედგით.

გრეიპფრუტი გაწურეთ და გააცივეთ.

როდესაც მწვანე ჩაი კარგად გაცივდება, მაცივრიდან გამოიღეთ და გრეიპფრუტის წვენი დაამატეთ.

სუფრასთან მიტანის წინ თითოეულ ჭიქაში ყინულის ნატეხები და პიტნის ფოთლები დაამატეთ.

გემრიელად მიირთვით!

ესეც დაგაინტერესებთ:

7 სასმელი, რომელიც თრომბის წარმოქმნის საფრთხეს აგაცილებთ

რატომ არის საშიში წამლისთვის ჩაის, ყავის ან გაზიანი სასმელის მიყოლება?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

„ნამცეცა ტორტი“ - დესერტი ცხობის გა...

„ნამცეცა ტორტი“ - დესერტი
ცხობის გარეშე

ნამცხვარი „ატამი“ — ბავშვობის გემო

ნამცხვარი ატამი

ბლინის ტორტი - გემრიელი და სწრაფი დ...

ბლინის ტორტი

მოჩის მომზადება – ტკბილეული, რომელი...

მოჩის მომზადება

პანაკოტა მარწყვით — დაუვიწყარი იტალ...

პანაკოტა მარწყვით

რა მოხდება, თუ ნამცხვარში კარაქს მც...

რა მოხდება, თუ ნამცხვარში
კარაქს მცენარეული ზეთით
ჩავანაცვლებთ?

ხაჭოს პასქა - კლასიკური რეცეპტი

ხაჭოს პასქა - კლასიკური
რეცეპტი

პასქის მინანქარი - სამი მარტივი რეც...

პასქის მინანქარი

BECKJAM - დევიდ ბეკჰემის საფირმო ჯე...

დევიდ ბეკჰემის საფირმო
ჯემის რეცეპტი