უცხოური სამზარეულო

ცხელი, ფრანგული საუზმე - ჟულიენის 4 საუკეთესო რეცეპტი!

fun time

12:00 კვი. 24 იანვარი, 2021 წელი

ფრანგული ცხელი საუზმე

14
დაკოპირებულია

ფრანგული სამზარეულოს ეს ტრადიციული, ცხელი საუზმე მთელს მსოფლიოში უყვართ. ჟულიენმა თავისი სახელი მიიღო იმ ჭურჭლის პატივსაცემად, რომლითაც მიირთმევენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ რეცეპტში ქათმის ხორცი, სოკო და ყველი გამოიყენება, დღეს ინგრედიენტების არჩევანი თითქმის შეუზღუდავია - კრევეტები, მიდიები, მამლის ბიბილოები, და ა.შ.

ჩვენ შემოგთავაზებთ ნამდვილი ფრანგული ჟულიენის რამდენიმე საუკეთესო რეცეპტს:


კლასიკური ჟულიენი ქათმით და სოკოთი

საჭირო პროდუქტი

  • ქათმის ფილე - 250 გრ
  • ქამა სოკო - 250 გ
  • ნაღები - 20% 150 მლ
  • ხახვი - 1 ც.
  • ფქვილი - 1 ს.კ. ლ
  • კარაქი - 10 გრ
  • ზეთი შესაწვავად
  • მაგარი ყველი- 70 გრ
  • მუსკატის კაკალი
  • წიწაკა
  • მარილი

მომზადების წესი:

ქათმის ფილე პატარა ნაჭრებად დაჭერით და შებრაწეთ, სანამ ოქროსფერი არ გახდება. შემდეგ კი ზოლებად დაჭერით.
ხახვი და სოკო გაასუფთავეთ, გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და ცალ-ცალკე ტაფაში მოშუშეთ.
ფქვილი სუფთა ტაფაზე დაყარეთ და ცეცხლზე დაადგით. როგორც კი გაცხელდება, დაუმატეთ კარაქი და აურიეთ.
ამის შემდეგ დაუმატეთ ნაღები და შეუჩერებლად ურიეთ - სოუსი ერთგვაროვანი უნდა იყოს.
დაუმატეთ მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი და გააჩერეთ ცეცხლზე, სანამ მასა არ გასქელდება.
ამის შემდეგ ყველა ინგრედიენტი შეურიეთ სოუსთან და ჟულიენის ფორმაში გადაიტანეთ. თითოეულ ნაწილს მოაყარეთ გახეხილი მაგარი ყველი და ღუმელში, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე გამოაცხვეთ. კერძი ცხელი უნდა მიირთვათ.


ჟიულიენი ზღვის პროდუქტებით

საჭირო პროდუქტი:

  • ზღვის პროდუქტები - 350 გ
  • ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ. ლ
  • ნაღები - 33% 100 მლ
  • ბროკოლი - 50 გრ
  • მაგარი ყველი - 70 გრ
  • წიწაკა
  • მარილი

მომზადების წესი:

მოხარშეთ ბროკოლი და პატარა ნაჭრებად დაჭერით. ზღვის პროდუქტები კარგად გარეცხეთ და დაჭერით. გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეითუნის ზეთი და ზღვის პროდუქტები და ბროკოლი ერთად მოშუშეთ.
ამის შემდეგ ზედ დაასხით ნაღები და ურიეთ, სანამ სოუსი არ გასქელდება.
ჟულიენი კერამიკის ქოთნებში გადაიტანეთ, გახეხილი ყველი მოაყარეთ და ღუმელში 180 გრადუსზე, 10 წუთით შედგით. საჭიროების შემთხვევაში, ცხობის დრო შეიძლება გაზარდოთ, სანამ ქერქი ოქროსფერი არ გახდება.

ჟიულიენი სოკოთი და თეთრი ღვინით

საჭირო პროდუქტი:

  • ქამა სოკო - 200 გ
  • არაჟანი - 20% 100 გრ
  • თეთრი ღვინო - მლ
  • ყველი - 50 გრ
  • ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ. ლ
  • ხახვი - 1 ც.
  • ახალი მწვანილი
  • წიწაკა
  • მარილი

მომზადების წესი:

სოკო და ხახვი წვრილად დაჭერით. ტაფაზე ჯერ ხახვი მობრაწეთ ზეითუნის ზეთში, შემდეგ სოკო დაუმატეთ და დაახლოებით, სამი წუთი შუშეთ. შემდეგ, ზედ დაასხით თეთრი მშრალი ღვინო და როცა ღვინო აორთქლება, დაამატეთ არაჟანი და ცეცხლზე კიდევ, დაახლოებით, ხუთი წუთი დატოვეთ. ბოლოს დაამატეთ მარილი და პილპილი და ფორმებში გადაიტანეთ. თავზე გახეხილი ყველი მოაყარეთ და ღუმელში, 180 გრადუსზე, 10-15 წთ გამოაცხვეთ.


ჟიულიენი ენით

საჭირო პროდუქტი:

  • მოხარშული ენა - 100 გრ
  • ქამა სოკო - 100 გ
  • არაჟანი - 20%-იანი, 70 გრ
  • ხახვი - 2 თავი
  • მაგარი ყველი - 70 გრ
  • ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ.
  • კარაქი (ფორმებზე წასასმელად)
  • ოხრახუში
  • წიწაკა
  • მარილი

მომზადების წესი:

წვრილად დაჭრილი ხახვი ზეითუნის ზეთში მოშუშეთ, დაამატეთ სოკო და კიდევ, დაახლოებით, სამი წუთი შუშეთ. მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაუმატეთ არაჟანი და ცეცხლზე კიდევ ხუთი წუთი გააჩერეთ.
ყველი გახეხეთ, ოხრახუში წვრილად დაჭერით, ფორმებს ძირზე ცოტა გამდნარი კარაქი წაუსვით და წვრილად დაჭრილი ენა დააყარეთ. სოკოს მასას წვრილად დაჭრილი ოხრახუში დაუმატეთ, კარგად აურიეთ და ფორმებში გადაიტანეთ. ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ და ღუმელში, დაახლოებით, 15 წუთი აცხვეთ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვეგანური ტომატის წვნიანი კუსკუსით

ვეგანური ტომატის წვნიანი
კუსკუსით

პიცა „მარგარიტას“ რეცეპტი ფილმიდან...

პიცა მარგარიტას რეცეპტი

ფალაფელის ბურთულები - მარტივი რეცეპ...

ფალაფელის ბურთულები

რატომ უნდა დაამატოთ შაქარი გატარებუ...

კატლეტების მომზადება

ხრაშუნა ყველის ბურთები - გემრიელი ხ...

მარტივი ხემსი

საზაფხულო ცივი კერძები მთელი ოჯახის...

საზაფხულო ცივი კერძები

კარტოფილი ფრი ღუმელში

კარტოფილი ფრი ღუმელში

ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშ...

ავოკადოს სალათი

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება