კრაბის კატლეტის მოსამზადებლად საჭიროა:
კრაბის ჩხირები - 200 გრ
მაგარი ყველი - 150 გრ
კვერცხი - 2-3 ცალი
ნიორი - 3 კბილი
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით
ზეთი 2-3 ს/კ (შესაწვავად)
პურის ფქვილი - 0,5 ჭიქა
კრაბის კატლეტის მომზადების წესი:
გაასუფთავეთ კრაბის ჩხირები და გახეხეთ მსხვილად ან დააბლენდერეთ.
დაამატეთ გახეხილი ყველი, უმი კვერცხი, მარილი, შავი პილპილი და დაჭყლეტილი ნიორი.
კარგად გადაურიეთ. კატლეტის ფარში მზად არის!
მიეცით ფარშს კატლეტის ფორმა და ამოავლეთ ფქვილში. შეწვით ზეთში ორივე მხრიდან, სანამ კარგად არ შეწითლდება.
შენიშვნა:
იმისთვის, რომ კრაბის ჩხირები მარტივად გახეხოთ სახეხზე, უნდა გაყინოთ და მსუბუქად გაალღვოთ. კრაბის კატლეტის მოსამზადებლად 20 წუთი საკმარისია.
გემრიელად მიირთვით თქვენთვის საყვარელ სოუსთან ერთად!