სილამაზე/ჯანმრთელობა

სახის იოგა - დღეში 10 წუთი და დაივიწყეთ ბოტოქსი!

fun time

14:00 ოთხ. 16 თებერვალი, 2022 წელი

სახის იოგა

14
დაკოპირებულია

აქ არ დაგჭირდებათ არანაირი კატის ან ვეფხვის პოზა, თუმცა იოგას პრინციპი შენარჩუნებულია, მარტივად შესასრულებელია და მოკლე დროში დიდი ეფექტი აქვს, - გვარწმუნებენ byrdie-ს ავტორები.

ამ მეთოდიკის შემქმნელი იაპონელი ფუმიკო ტაკაცუ ამბობს, რომ ყოველდღიური ვარჯიშით ერთ კვირაშივე დაინახავთ, როგორ გადაგეჭიმებათ და ტონუსში მოვა თქვენი სახის კანი.

სულ 4 ვარჯიშია:

1. შუბლის დაუთოება - აკუპუნქტურის პრინციპით ხსნის დაძაბულობას და აფერხებს ნაოჭების გაჩენას!

ინსტრუქცია:

ორივე ხელი მუშტებად შეკარით. შუა და საჩვენებელი თითების შუა ფალანგის ძვლები შუბლის ცენტრში მოაქციეთ და დააწექით;
დაწოლით ნელ-ნელა გააცურეთ მუშტები შუბლის კიდეებისკენ;
ბოლოს მსუბუქი დაწოლით დაამთავრეთ საფეთქლებზე;
გაიმეორეთ 4-ჯერ.

2. კისრის გაჭიმვა - იჭიმება კისერი და ხელს უშლის ღაბაბის წარმოქმნას.

ინსტრუქცია:

ტუჩები გვერდით გასწიეთ მაქსიმალურად, ისე რომ ლოყებში დაჭიმულობა იგრძნოთ;
იმავე მხარეს 45 გრადუსით მიაბრუნეთ კისერი. ამ დროს კისერიც უნდა დაგეჭიმოთ;
გააჩერეთ 3 წამი;
გაიმეორეთ მეორე მხარესაც.

3. სახის აჭიმვა - „აუთოებს“ ცხვირ-ტუჩის ნაოჭებს (ღიმილის ხაზებს), მაღლა სწევს თვალებსა და ლოყებს.

ინსტრუქცია:

ხელისგულები ღაწვებზე მიიდეთ;
დააწექით მაღლა და უკან:
პირით „ო“ წარმოთქვით. ქვედა ყბა მაქსიმალურად ჩაქაჩეთ ქვემოთ.

4. წარბების აჭიმვა - წარბების მოდუნებულ კანს აჭიმავს და ასევე „დააუთოებს“ ღიმილის ნაოჭებს;

ინსტრუქცია:

მხრები ჩამოუშვით. ერთი ხელი თავს ზემოთ გადაიტარეთ და თითების ბოლოებით წარბს შეეხეთ, ისე როგო რც ამ ფოტოზეა.

ამ ვარჯიშისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება თითების განლაგებას. ამიტომ გირჩევთ, სარკის წინ გააკეთოთ:

არათითი წარბის განაპირას უნდა დაადოთ, შუა თითი კი - საფეთქელზე. ვარჯიშის შესრულებისას თითები არ გაამოძრაოთ.

შემდეგ თითების მსუბუქი დაწოლით აჭიმეთ სახე ზემოთ და უკან;
შემდეგ თავი მხარზე ჩამოაგდეთ, ამ პოზაში ცოტა ხანს გაჩერდით;
ჰაერი ბოლომდე ამოისუნთქეთ, თან ენა გადმოყავით მაქსიმალურად;
იგივე გაიმეორეთ მეორე მხარესაც.

⭕⭕⭕

ჩინური მასაჟი - გასახდომი წერტილები

მწვანე ჩაი სახის კანისთვის

როგორ აღვადგინოთ „დაღლილი“ სახის კანი


წყარო: www.byrdie.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

საჭიროა თუ არა მედიკამენტების მაცივ...

საჭიროა თუ არა
მედიკამენტების მაცივარში
შენახვა?

პროდუქტები, რომლებიც ზამთარში უნდა...

პროდუქტები, რომლებიც
ზამთარში უნდა ჭამოთ

გაიცანით შარაფუგა და მისი სასარგებლ...

შარაფუგა

რატომ არ შეიძლება ლიმონის ცხელ ჩაიშ...

რატომ არ შეიძლება ლიმონის
ცხელ ჩაიში დამატება?

როგორ მოქმედებს ყავა და მწვანე ჩაი...

კოფეინის მოქმედება
ჯანმრთელობაზე

კომბუჩა - სარგებელი, რისკები და მით...

კომბუჩას სასარგებლო
თვისებები

რომელი სახამებელია ყველაზე ჯანსაღი...

რომელი სახამებელია
ყველაზე ჯანსაღი და
სასარგებლო?

კუნელის სასარგებლო თვისებები

კუნელის სასარგებლო
თვისებები

ირგა - გემრიელი კენკრის სასარგებლო...

ირგა