დესერტი

გამომცხვარი მსხალი ყველით - უგემრიელესი დესერტი ფქვილის გარეშე

fun time

12:00 ოთხ. 2 აგვისტო, 2023 წელი

გამომცხვარი მსხალი
ყველით

14
დაკოპირებულია

მსხალი ვაშლის შემდეგ ყველაზე პოპულარული ხილია. ის ვაშლზე ტკბილია, თუმცა ნაკლები რაოდენობით შაქარს შეიცავს და არ იწვევს მადის მომატებას, რაც ვაშლისთვის დამახასიათებელია. ჩვენი რეცეპტი მსხლისა და ყველის მოყვარულებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. გამომცხვარი მსხალი ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს და თანაც მისი მომზადება ძალიან ადვილია. 

საჭირო პროდუქტი:

  • ნიორი - 1 კბილი
  • მაგარი ყველი - 50 გრ.
  • ჭყინტი ყველი - 70 გრ.
  • ობიანი ყველი (სასურველია) - 80-100 გრ.
  • მწიფე, მაგრამ მკვრივი მსხალი - 4 ცალი, მომცრო ზომის
  • კარაქი - 20 გრ
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და ძმარი ბალზამიკო
  • მარილი და დაფქული შავი პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

1. ნიორი დაჭყლიტეთ.

2. მაგარი ყველი გახეხეთ.

3. ნიორი, დაფშვნილი ჭყინტი ყველი, წვრილად დაჭრილი ობიანი ყველი, მარილი და პილპილი ერთმანეთში აურიეთ.

4. მსხალი შუაზე გაჭერით და კოვზით გული ამოუღეთ. ხილს ძირი ცოტა მოაჭერით, რომ ტაფაზე მყარად იდოს.

5. მსხალს ლიმონის წვენი მოასხით.

6. სქელძირიან ტაფაზე კარაქი გაადნეთ და მსხალი ორივე მხრიდან, 2 წუთის განმავლობაში შეწვით.

7. კერამიკის საცხობ ფორმაზე საცხობი ქაღალდი დააფინეთ და ზედ გადაიტანეთ შემწვარი მსხალი.

8. მსხლებს გულების ადგილას ყველის შიგთავსი ჩაულაგეთ და ღუმელში, 180°C-ზე 7-10 წუთის განმავლობაში აცხვეთ.

9. გამომცხვარი მსხლები თეფშებზე დაალაგეთ და ზეითუნის ზეთი და ძმარი ბალზამიკო მოაპკურეთ.

სულ ეს არის.

გემრიელად მიირთვით!

ასევე დაგაინტერესებთ:

10 დესერტი ცხობის გარეშე

მსხლის უკუჩვენება და სასარგებლო თვისებები

მთელ-მთელი მსხლის მურაბა



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, უგემ...

შოკოლადის ტორტი ცხობის
გარეშე

ბლონმანჟე შოკოლადით — ნაზი და მსუბუ...

ბლონმანჟე შოკოლადით

მარწყვი შოკოლადში – როგორ მოვამზადო...

მარწყვი შოკოლადში

ტორტი „მიკადო“ – უგემრიელესი სომხურ...

ტოროტი მიკადო

ქოლდ ბრიუ – ცივად დაყენებული ფილტრი...

ქოლდ ბრიუ

თაფლის ტორტი - მარტივი დესერტი ცხობ...

თაფლის ტორტი - მარტივი
დესერტი

უკოფეინო ყავა - მოამზადეთ ფინიკის კ...

უკოფეინო ყავა ფინიკის
კურკებისგან

არაჟნის მოხარშული კრემი

არაჟნის მოხარშული კრემი

ცივი კრემი შესქელებული რძით

ცივი კრემი შესქელებული
რძით