დესერტი

რით განსხვავდება ყვითელი საზამთრო წითლისგან?

fun time

14:27 ორშ. 29 აგვისტო, 2022 წელი

ყვითელი საზამთრო

14
დაკოპირებულია

ყვითელი საზამთრო ველური და ჩვეულებრივი საზამთროს შეჯვარებით მიიღეს. გარედან ისინი თითქმის არ განსხვავდებიან, მაგრამ გაჭრის შემდეგ განსხვავება თვალშისაცემია - განსხვავებული ფერის გარდა, ყვითელ საზამთროს გაცილებით ნაკლები თესლი აქვს, მისი გემო ტროპიკული ხილის ან ნესვის გემოს წააგავს. საზამთროს წითელ ფერს ლიკოპინის პიგმენტი აძლევს. ყვითელ საზამთროს ეს პიგმენტი აკლია, თუმცა სწორედ ამის დამსახურებით წითელზე უფრო სწრაფად მწიფდება! 

 

დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ყვითელი საზამთრო წითელზე ნაკლებად კალორიულია, რადგან ნაკლებ შაქარს და მეტ A და C ვიტამინს შეიცავს.

ყვითელი საზამთროს შემადგენლობა

ყვითელი საზამთროში A, B1, B2, B5, B6, B9, E, C, PP ვიტამინები, ასევე დიდი რაოდენობით კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ნატრიუმი და ფოსფორი შედის.

ყვითელი საზამთროს სასარგებლო თვისებები:

ნაკლებ შაქარს შეიცავს.

სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის და სხეულს შლაკებისგან წმენდს.

C ვიტამინის მაღალი შემცველობა იმუნიტეტს აძლიერებს და ინფექციებთან ბრძოლაში გვეხმარება.

A ვიტამინი დადებითად მოქმედებს მხედველობაზე.

კალციუმი დადებითად მოქმედებს ძვლებზე, ფრჩხილებსა და თმაზე.

კალიუმი, მაგნიუმი და რკინა დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე.

გახსოვდეთ, რომ საზამთროს ნიტრატების დაგროვების უნარი აქვს, ამიტომ ხილი მხოლოდ სანდო ადგილებში უნდა შეიძინოთ.

რჩევა - როგორ გავათავისუფლოთ საზამთრო ნიტრატებიდან?

უბრალოდ, დატოვეთ საზამთრო გაუჭრელად ერთი დღით ცივ წყალში და ნიტრატების შემცველობა განახევრდება.

რჩევა - როგორ ავარჩიოთ მწიფე და გემრიელი საზამთრო?

ხელის შემოკვრის დროს საზამთრო ზარის ხმას უნდა გამოსცემდეს. რაც უფრო დიდია საზამთროს კანზე ყვითელი ლაქა, მით უფრო მწიფეა. მწიფე საზამთრიოს ყუნწი მშრალი უნდა იყოს, კანი კი მბრწყინავი.

ესეც საინტერესოა:

საზამთროს დაჭრის ყველაზე მარტივი ხერხი (video)

საზამთროს კურკების სასარგებლო თვისებები!

საზამთრო და ყველი - საზაფხულო სალათი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პრიალა მინანქარი

პრიალა მინანქარი

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი