7 განსხვავება საშუალოსტატისტიკურ მშობელსა და ბრძენ მშობელს შორის
14:49 სამ. 21 დეკემბერი, 2021 წელი

ბავშვებთან სწორი ურთიერთობა და ბავშვის აღზრდის მეთოდები თეორიულად და გულის სიღრმეში, ალბათ, ყველა მშობელმა იცის, მაგრამ დატვირთული სამუშაოს, დროის დეფიციტის თუ სხვა ფაქტორების გამო, ამის გასაცნობიერებლად სიბრძნე და მოთმინება არ ჰყოფნის.
მშობლის როლი ბავშვის აღზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გიამბობთ, თუ რით განსხვავდება ბრძენი მშობელი საშუალოსტატისტიკური მშობლისგან, რაც შვილის სრულფასოვანი აღზრდის პროცესში დაგეხმარებათ:
საშუალოსტატისტიკური მშობელი: დარწმუნებულია, რომ მთელი თავისუფალი დრო შვილზე ზრუნვას უნდა დაუთმოს, საკუთარი ინტერესები კი დაივიწყოს.
👉ბრძენი მშობელი: მას შეუძლია საკუთარ თავზე იზრუნოს და შვილებსაც ამას ასწავლის.
საშუალოსტატისტიკური მშობელი: საღამოებს შვილების საშინაო დავალების შესრულებაში ატარებს.
👉ბრძენი მშობელი: შვილების აღზრდისას შემდეგ სტრატეგიას მიჰყვება - ბავშვი სრულად არის პასუხისმგებელი შესრულებულ და შეუსრულებელ დავალებაზე.
საშუალოსტატისტიკური მშობელი: ცდილობს, საკუთარი დანაშაული სხვადასხვა საჩუქრებით ან ფულის ჩუქებით გამოისყიდოს.
👉ბრძენი მშობელი: შვილს რეგულარულად აძლევს ჯიბის ფულს. ბავშვმა ფულის სწორად განაწილება თავად უნდა ისწავლოს, რათა გარკვეული ნივთები და სათამაშოები დამოუკიდებლად შეიძინოს.
საშუალოსტატისტიკური მშობელი: არ ცდილობს გაარკვიოს, რატომ იქცევა ბავშვი ცუდად. მისთვის საკმარისია შედეგი აღმოფხვრას.
👉ბრძენი მშობელი: ცდილობს მოუსმინოს ბავშვს, რათა გაიგოს, რა დგას მისი საქციელის უკან და როგორ შეიძლება ბავშვის დახმარება.
საშუალოსტატისტიკური მშობელი: მისი მიზანია ღირსეული ადამიანის აღზრდა.
👉ბრძენი მშობელი: ყველაფერს აკეთებს შვილთან მჭიდრო ურთიერთობის დასამყარებლად.
საშუალოსტატისტიკური მშობელი: შვილს აღმერთებს და ფაქტობრივად, კისერზე შეჯდომის უფლებასაც კი აძლევს.
👉ბრძენი მშობელი: აცნობიერებს, რომ მას აქვს პირადი სივრცის, გატაცების და გარკვეული დროის ბავშვის გარეშე გატარების უფლება. ის პატივს სცემს როგორც საკუთარ, ისე შვილის პირად საზღვრებს.
საშუალოსტატისტიკური მშობელი: ცდილობს, დაიცვას შვილი ცხოვრების ყველა სირთულისგან და იმასაც კი აკეთებს, რასაც არ სთხოვენ.
👉ბრძენი მშობელი: ბავშვს შეცდომების დაშვების საშუალებას აძლევს, შემდეგ კი მასთან ერთად განიხილავს, რა გაკვეთილის მიღება შეიძლება შექმნილი სიტუაციიდან.
ასევე, საინტერესოა 🔰:
ბავშვის აღზრდის ფსიქოლოგია - რას აკეთებს იაპონელი მშობელი, როცა ბავშვი ცუდად იქცევა?
7 რამ, რაც ბავშვს არ უნდა აუკრძალოთ!
რამდენი სათამაშო უნდა ჰქონდეს ბავშვს? - ფსიქოლოგების რჩევა მშობლებს
სიახლეები ამავე კატეგორიიდან