იცით თუ არა

დოქების ველი - საიდუმლო, რომელსაც მეცნიერება დღემდე ვერ ხსნის

fun time

14:00 კვი. 8 მაისი, 2022 წელი

ლაოსის ქვის დოქები

14
დაკოპირებულია

წინაპრებმა უამრავი საიდუმლო დაგვიტოვეს, რომლის ამოხსნაზე მეცნიერები დიდი ხანია თავს იმტვრევენ. მაგალითად, დღემდე ამოუხსნელია ამ ქვის დოქების წარმოშობისა და დანიშნულების საიდუმლო. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი 2000 წელზე მეტი ხნის წინ, კირქვისგან დაამზადდა.

დოქების ველი ლაოსის ჩრდილოეთ ნაწილში, ქსიენგუანგის პროვინციაში მდებარეობს. ველი 90 მონაკვეთისგან შედგება და თითოეულზე ერთიდან 390-მდე ქვევრი დგას.

დოქებს ცილინდრული ფორმა აქვს. მათ შორის ყველაზე დიდის წონა 6 ტონას აღწევს.

დოქებზე ნახატები და წარწერები აღმოჩენილი არაა. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ცისკენ ხელებაწვდილი კაცი. ეს ქვის ქანდაკება დანარჩენ 255 ქვევრს შორის პირველ ადგილზე დგას და ქალაქ ფონსავანთან ყველაზე ახლოს მდებარეობს.

დოქების შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადრე მათ ქვიშაქვის, ხის და სხვა მასალისგან დამზადებული ხუფები ფარავდა. რა თქმა უნდა, ხისგან დამზადებულმა ხუფებმა ჩვენს დრომდე ვერ მოაღწიეს, მაგრამ ხეობაში ახლაც შეიძლება ნახოთ სქელი ქვის დისკები, რომლებზეც ბაყაყებით, ვეფხვები და მაიმუნებია ამოკვეთილი.

ქვის დოქების წარმოშობაზე არქეოლოგებს რამდენიმე ვერსია აქვთ:

1930 წელს ჩატარებულმა კვლევების შედეგად დაასკვნეს, რომ დოქების ველი შესაძლოა უძველესი სასაფლაო იყოს, სადაც ქვის დოქებში გარდაცვლილებს ინახავდნენ.

ქვევრების ველზე მკვლევრებმა უძველესი გამოქვაბული აღმოაჩინეს, სადაც დამწვარი ძვლების ნაშთები, ჭურჭლის ნამსხვრევები და მინის მძივები იპოვეს. ამის შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ გამოქვაბული ერთგვარი კრემატორიუმის როლს ასრულებდა, ხოლო დოქებში გარდაცვლილთა ფერფლს ინახავდნენ.

ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ლაოსში გარდაცვლილების, მათი პირადი ნივთებისა და სამკაულების ჭურჭელში შენახვის უძველესი წესი არსებობდა. ითვლებოდა, რომ ამ გზით გარდაცვლილთა სულები იმქვეყნიურ სამყაროში სწრაფად გადადიან. გარკვეული დროის შემდეგ გარდაცვლილთა გვამებს ჭურჭლიდან იღებდნენ, წვავდნენ და მიწაში მარხავდნენ.

მსგავსი ტრადიციები ლაოსის გარდა, სამხრეთ ინდოეთში, ტაილანდსა და კამბოჯაშიც არსებობდა.

ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ სავაჭრო გზის მახლობლად ქვის დოქები მოგზაურებისა და მათი ცხოველებისთვის წვიმის წყლის შესაგროვებლად დადგეს. გამოქვაბულში აღმოჩენილი ძვლები, ჭურჭლისა და შუშის ფრაგმენტები კი შესაძლოა, მსხვერპლშეწირვის შედეგი იყოს, რომლის დახმარებითაც მოგზაურები ღმერთებს წვიმას სთხოვდნენ.

ასეა თუ ისე, გიგანტური დოქების საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია.

ესეც საინტერესოა:

რა საიდუმლოს მალავს მსოფლიოს ყველაზე განმარტოებული სახლი?

რა საიდუმლოს მალავს მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მდინარე?

მთვარის საიდუმლო - რატომ შეწყვიტეს ამერიკამ და საბჭოთა კავშირმა მთვარეზე ფრენები?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი