სილამაზე/ჯანმრთელობა

რას უძლებს ტერფი - საინჟინრო თვალსაზრისით, უკიდურესად საიმედო მექანიზმი?!

fun time

21:51 ორშ. 6 ნოემბერი, 2023 წელი

ადამიანის ტერფები

14
დაკოპირებულია

იცით, რომ ადამიანის ფეხები და, განსაკუთრებით, ტერფები საინჟინრო თვალსაზრისით, გენიალურად შექმნილი, უკიდურესად საიმედო მექანიზმია, რომელსაც უზარმაზარი დატვირთვის გაძლება შეუძლია. თუ კითხვას გააგრძელებთ, ჩვენს სტატიაში კიდევ ბევრ საინტერესოს გაგიგებთ. 

 

1. ტერფი დილას უფრო პატარაა, ვიდრე საღამოს

ტერფის ზომა დილას და საღამოს განსხვავებულია, თანაც საღამოს განსხვავებამ შეიძლება 8% -ს მიაღწიოს. ამიტომ, თუ ახალი ფეხსაცმლის ყიდვა გსურთ, ეს დღის მეორე ნახევარში უნდა გააკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალ ფეხსაცმელში შეიძლება თავი არაკომფორტულად იგრძნოთ.

2. გაუფრთხილდით კიდურებს!

ფეხებში სხეულის ყველა ძვლის, დაახლოებით, მეოთხედია თავმოყრილი (206-იდან 54). ამავდროულად, აქ არის კუნთოვანი სისტემა, რომელზედაც მოდის ძირითადი დატვირთვა, როგორც ჩვეულებრივი სიარულის, ისე ვარჯიშის დროს. მაგალითად, სირბილისას ზოგ შემთხვევაში ფეხი ისეთ დატვირთვას განიცდის, რომელიც ადამიანის წონას 3-4-ჯერ აღემატება. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად სწორედ ფეხები ზიანდება.

3. რა წონას უძლებს ტერფი

სწორ მდგომარეობაში ფეხები სხეულის წონაზე ექვსჯერ მეტი სიმძიმის ტვირთს უძლებს.

4. დგომას სიარული ჯობია

ადგილზე დგომასთან შედარებით, სიარულის დროს სხეულის სტაბილურობა რამდენჯერმე იზრდება. სწორედ ამ ჯერჯერობით შეუსწავლელი ბიომექანიკური ფენომენი ხსნის იმ ფაქტს, რომ უძრავად დგომა გაცილებით დამღლელია, ვიდრე სიარული.

საშუალოდ, ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იმდენს დადის, რომ დედამიწის გარშემო მანძილით რომ წარმოვიდგინოთ, ოთხ ბრუნს აკეთებს.

5. ქალის ფეხსაცმელი საშიშია

ქუსლის ყოველი 2 სანტიმეტრი ფეხის თითებზე ზეწოლას 25%-ით ზრდის. გარდა ამისა, ქალების დაახლოებით 90% შედარებით პატარა ზომის ფეხსაცმელს ატარებს, ამიტომ, ტერფის დაავადებები ქალებში ოთხჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში.

6. რატომ აქვს ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი?

ფეხებზე, დაახლოებით, 250 000 საოფლე ჯირკვალია, რომლებიც დღეში 400 მლ-მდე ოფლს გამოიმუშავებენ. სინამდვილეში, ოფლს მკვეთრად უსიამოვნო სუნი არ აქვს, უბრალოდ წინდებსა და ფეხსაცმელში ბაქტერიების გამრავლებისთვის იდეალურად თბილი და ტენიანი გარემოა.

ესეც დაგაინტერესებთ 👇

25 საინტერესო ფაქტი ადამიანის ორგანიზმის შესახებ!

ურბახ-ვიტე - რა ხდება იმ ადამიანის ტვინში, ვინც შიშს და ტკივილს ვერ გრძნობს?

ორგანიზმისთვის სიცივე უფრო საშიშია თუ სიცხე?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ოლეანდრე - საშიში სილამაზე, რომელმა...

ოლეანდრა - შხამიანი
მცენარე

ინდონეზიელმა მეცნიერებმა საშიშ კოღო...

ინფექციური დაავადება
დენგე

რატომ იკლებს ადამიანი სიმაღლეში ასა...

ასაკი და სიმაღლე

ახალი კვლევა - სხეულის დაბალი ტემპე...

სხეულის დაბალი
ტემპერატურა

საინტერესო ფაქტები საზამთროს შესახე...

საზამთროს სამკურნალო
თვისებები

ფეიხოას სასარგებლო თვისებები

ფეიხოას სასარგებლო
თვისებები

ადამიანის ნერწყვი მორფინზე ძლიერ გა...

ადამიანის ნერწყვი

მარცვლეული, რომელიც თითქმის ყველაფრ...

რა არის ფეტვი

ციკორის ყავა

ციკორის ყავა