სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ ამოვიცნოთ მაღალი ქოლესტერინი ანალიზების გარეშე?

fun time

12:00 ხუთ. 23 მარტი, 2023 წელი

როგორ ამოვიცნოთ მაღალი
ქოლესტერინი

14
დაკოპირებულია

ქოლესტერინი საშიში, მაგრამ ამავე დროს ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებაა. ეს სპირტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც კონსისტენციით ცვილს წააგავს. ის არტერიების კედლებზე ილექება, ათეროსკლეროზულ საცობებს წარმოქმნის და სისხლის მიმოქცევას არღვევს. შესაბამისად, იზრდება ინსულტის, ინფარქტის და სხვა გართულებების რისკი.

პრობლემის ადრეულ ეტაპზე შემჩნევა და გართულებების თავიდან აცილება ძნელია, რადგან ზოგი სიმპტომი მაშინვე არ ვლინდება. თუმცა დაკვირვებული თვალი გარეგნობაში ან განწყობაში ცვლილებებს მაინც შენიშნავს.

მაინც, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:

ქოლესტერინის სიმპტომები

ქსანთელაზმები

ეს პატარა, ყვითელი ხორცმეტებია, რომლებიც მკვრივ, ცხიმის მსგავს ნივთიერებას შეიცავს. ისინი ძირითადად ქუთუთოებზეა განლაგებული, თუმცა შეიძლება აქილევსის მყესზე, მკლავებზე და ფეხებზეც შეგვხვდეს.

ქსანთელაზმები უმტკივნეულოა და მხოლოდ ესთეტიკურ დისკომფორტს იწვევს. ზოგჯერ ის ძალიან პატარაა, ზოგჯერ კი მისი ზომა რამდენიმე სანტიმეტრს აღწევს. მათი მოცილება, ჩვეულებრივი ცხიმგროვისგან განსხვავებით, საკმაოდ რთულია.

რქოვანას რკალი

მაღალი ქოლესტერინის კიდევ ერთი სიმპტომი შეიძლება იყოს თვალის რქოვანას გარშემო მონაცრისფრო-მოთეთრო რგოლები, რომელსაც ექიმები რქოვანას რკალს უწოდებენ.

45 წლამდე ასაკის ადამიანებში ასეთი სიმპტომი შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის გაზრდილ რისკზე მიუთითებდეს.

დუპუიტრენის კონტრაქტურა

ეს არის ხელის მტევნის დაავადება, რომელიც ზღუდავს მეოთხე და მეხუთე თითების მოძრაობას. დროთა განმავლობაში ხდება მყესის დამოკლება და შესაბამისად, რთულდება თითის ბოლომდე გასწორება.

ქოლესტერინის მომატებული დონის გარდა, დუპუიტრენის კონტრაქტურა შეიძლება დიაბეტზე მიანიშნებდეს.

გარდა ამისა:

ათეროსკლეროზის განვითარებისას ვენების და პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროების გამო სისხლის მიმოქცევა ირღვევა. ამას შეიძლება ტკივილი, მგრძნობელობის შემცირება, ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტები, პერიოდული კოჭლობა, სპაზმი, კუნთების ტკივილი, კანის სიმშრალე და გაუხეშება მოჰყვეს.

ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები შეიძლება მაღალი ქოლესტერინის სიმპტომები იყოს, მაგრამ ამის გაგება ზუსტად მხოლოდ სისხლის ანალიზის საშუალებით არის შესაძლებელი.

ქოლესტერინის შემცირების გზები

ამისათვის ქოლესტერინის გაზრდის მიზეზებს უნდა ებრძოლოთ. მთავარი მიზეზებია: მემკვიდრეობითობა, ღვიძლის დაავადება, ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ზოგი პრეპარატი და კვების ჩვევები (დიდი ოდენობით ცხიმიანი და შემწვარი საკვები).

ქოლესტერინის მცირე მომატების დროს პროფილაქტიკისთვის ეფექტური იქნება შემდეგი მეთოდები:

  1. მენიუს კორექცია - ცხიმიანი ხორცის, კარაქისა და რაფინირებული ზეთების შემცირება, კვირაში არაუმეტეს 3-4 კვერცხი.
    სასურველია, რომ სულ მცირე, კვირაში ორჯერ მიირთვათ ცხიმიანი თევზი, ყოველდღე თხილი ან ნიგოზი, ავოკადო, ზეითუნის ზეთი, პარკოსნები, ვაშლი, მსხალი, მარწყვი, გრეიპფრუტი და სხვა ხილი, სტაფილო, შვრია, ქერი.
  2. წონის ნორმალიზება.
  3. რეგულარული ფიზიკური აქტივობა - ყოველდღიურად 40-წუთიანი სიარულიც კი ქოლესტერინის შემცირებაში დაგეხმარებათ.
  4. შეწყვიტეთ მოწევა და ალკოჰოლის მიღება.

***

ქოლესტერინის დამწევი საკვები

„უქოლესტერინო“, „გლუტენის გარეშე“, „ცხიმი 0%“ - რა იმალება ამ წარწერების უკან?

გულის მკვებავი პროდუქტები

რით „ვკვებოთ“ თვალები?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა