სილამაზე/ჯანმრთელობა

რომელი პროდუქტების კომბინაცია არ არის რეკომენდებული და რატომ?

fun time

16:00 ოთხ. 28 ივლისი, 2021 წელი

ერთად არ არის
რეკომენდებული შვრიის
ფაფა და ფორთოხლის წვენი

14
დაკოპირებულია

წარმოგიდგენთ პროდუქტებს, რომელთა კომბინირებულად მირთმევა არ შეიძლება და მიზეზებსაც აგიხსნით...

 

სტაფილო და ფორთოხალი

სტაფილოსა და ფორთოხლის წვენი საკმაოდ პოპულარულ კომბინაციად მიიჩნევა, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ამ სასმელმა შეიძლება კუჭის მჟავიანობის მომატება და ნაღვლის სადინარის ჭარბი რეფლექსები გამოიწვიოს. ზოგიერთ შემთხვევაში სტაფილოსა და ფორთოხლის წვენების კოქტეილი შეიძლება თირკმელების დაზიანების მიზეზიც გახდეს.

ანანასი და რძე

ანანასი ბრომელაინით მდიდარი ხილია (ბრომელაინი ანანასის ნაყოფისგან მიღებული ბუნებრივი ფერმენტია, რომელიც გაანაწილებს და დაშლის მიღებულ საკვებს სასარგებლო ნივთიერებებად), ამიტომ მისი რძესთან ერთად მიღება არ შეიძლება. ასეთი კომბინაცია შეიძლება თავისა და მუცლის ტკივილის, გულისრევის, ინფექციებისა და დიარეის მიზეზი გახდეს, რაც, ბავშვების შემთხვევაში, განსაკუთრებით სახიფათოა.

ლიმონი და პაპაია

ამ ორი ხილის შერევამ შესაძლოა, ანემია და ჰემოგლობინის დონის პრობლემები გამოიწვიოს.

ბანანი და გუავა

ამ ორი ტროპიკული ხილის კომბინაციამ შეიძლება აციდოზი (ორგანიზმის ტუტე-მჟავური წონასწორობის დარღვევა) და გაზების დაგროვება გამოიწვიოს, რაც საბოლოოდ თავის ტკივილებით და გულისრევით მთავრდება.

რძე და ფორთოხალი

თუ რძეში მოხარშულ შვრიის ფაფას ფორთოხლის წვენს აყოლებთ, ამის კეთება არ არის რეკომენდებული. მარცვლოვანის სახამებლისა და რძის კომბინაცია კუჭისთვის ძნელი გადასამუშავებელია და ადრე თუ გვიან, თქვენს ჯანმრთელობას დააზიანებს.

ხილი და ბოსტნეული

არასოდეს მიირთვათ ხილი და ბოსტნეული ერთად. შაქრით მდიდარი ხილისა და ბოსტნეულის კომბინაციას კუჭი ძნელად გადაამუშავებს და შესაბამისად, საჭმლის მომნელებელ სისტემაში დიდხანს ჩერდება. დუღილის დროს გამოყოფილი ტოქსინები იწვევს თავის ტკივილს, დიარეას, ინფექციებსა და მუცლის ტკივილს.

კომბინირებულად შეგიძლიათ მიირთვათ:

ხილის ტკბილი ჯიშები: ბანანი, ვაშლი, ქლიავი, საზამთრო და ნესვი.

ხილის მჟავე ჯიშები: ლიმონი, ფორთოხალი, ყურძენი, კივი, გრეიპფრუტი.

ნახევრად მჟავე ჯიშები: ჟოლო, მანგო, ვაშლი, მარწყვი

ნეიტრალური გემოს მქონე ჯიშები, ანუ ხილი, რომელიც მეტ ცილებსა და ვიტამინებს შეიცავს: ავოკადო, ნუში, არაქისი, ნიგოზი და ქოქოსი.

🔰🔰🔰:

სწორი კვება სისხლის ჯგუფის მიხედვით

როგორ გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი

სანელებელი ჯანმრთელობისთვის - რომელი როდის გამოვიყენოთ?!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები

ემოციებს ნუ შეიკავებთ — რატომ არის...

რატომ არის ტირილი
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გა...

ტოპლეს გარუჯვა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს