საკნატუნო ამბები

3 ბრაზილიური სერიალი, რომელიც 90-იან წლებს გაგახსენებთ

fun time

14:00 კვი. 12 სექტემბერი, 2021 წელი

ბაბილონის კოშკი

14
დაკოპირებულია

ეს ძველი ბრაზილიური სერიალები ვისაც გახსოვთ, მაშინ აუცილებლად გემახსოვრებათ ჩაბნელებული საქართველო, მანქანის აკუმულატორზე მიერთებული პატარა ტელევიზორი და სერიალის დაწყების მოლოდინში სულგანაბული სამეზობლო. მძიმე 90-იანებში ბრაზილიური სერიალის მორიგი სერია ერთი საათით, მართლაც ყველას ავიწყებდა ცხოვრებისეულ პრობლემებს...

სიყვარულის სახელით, 1997 წელი

რეჟისორი: რიკარდო ვედინგტონი
როლებში: რეჯინა დუარტე, ანტონიო ფაგუნდესი, ფაბიო ასუნსონი,
ვივიან პაზმანტერი, გაბრიელა დუარტე, სუზანა ვიეირა

სიუჟეტი: სერიალის მთავარი გმირი ელენა, რომელსაც ზრდასრული ქალიშვილი ჰყავს, საინტერესო მამაკაცს გაიცნობს და შეუყვარდება. ელენა მალევე გაიგებს, რომ ბავშვს ელოდება. სწორედ ამ დროს დაფეხმძიმდება მისი ქალიშვილიც. თითქოს ბედნიერებას დასასრული არ უნდა უჩანდეს. დედა-შვილი ერთდროულად იმშობიარებს, მაგრამ ელენას ბედი სასტიკ გამოცდას უმზადებს. ედუარდას პატარა დაბადებისთანაცე დაიღუპება. იქვე მყოფი ელენა მსხვერპლად გაიღებს საკუთარ ბედნიერებას და ბავშვებს გაცვლის - თავის შვილს ედუარდას აძლევს. ელენასა მის მეუღლეს შორის გაუცხოება იწყება და ისინი შორდებიან. ახლა ელენას ცხოვრებაში მხოლოდ ქალიშვილი და „შვილიშვილი“ არიან. თუმცა, როგორც იტყვიან, არაფერია დამალული, რომელიც არა გაცხადდეს.

ბაბილონის კოშკი, 1998 წელი

რეჟისორი: კარლოს არაუჯო, დენის სარასენი
როლებში: ოსკარ მაგნინი, ერიკ სვინი, გლორიას მენეზესი,
ტონი რამოსი, ადრიანა ესტევესი, კლაუდია რაია

სიუჟეტი: ისტორია 20 წლის წინანდელი ამბით იწყება, როცა ჟოზე კლემენტინუ დე სილვამ ცოლს საყვარელთან შეუსწრო და მოკლა. 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოსული კლემენტინუ შურისძიებას გეგმავს. მან სამაგიერო უნდა გადაუხადოს ყოფილ შეფსა და მოწმეს, რომლის ჩვენების საფუძველზეც გაასამართლეს, სავაჭრო ცენტრის მფლობელს სეზარ ტოლედოს. კლემენტინუს ჯოჯოხეთური გეგმა მოქმედებაში მოჰყავს - სავაჭრო ცენტრი ფეთქდება და ათეულობით ადამიანი იღუპება. თუმცა სერიალის მთავარი ინტრიგა თავად ტერორისტის პიროვნებაა - აღმოჩნდება, რომ კლემენტინუს გეგმა ვიღაც სხვამ მოიპარა და განახორციელა.

ტროპიკანკა, 1994 წელი

რეჟისორი: კარლოს არაუჯო
როლებში: გაბრიელა ალვესი, ლუსია ალვესი,
სილვია პფაიფერი, ანა როზა, ერსონ კაპირი

სიუჟეტი: 17 წლის ლამაზ და მდიდარ ლეტიციას ღარიბი მეთევზე შეუყვარდება, რომელიც მასზე 7 წლით უფროსია. გოგონა ყველაფერს ტოვებს და რამიროსთან ერთად პატარა ქოხში ატარებს თაფლობის თვეს. მაგრამ რამირო მეთევზეა და ზღვაში უნდა გავიდეს - ის ჯდება ნავში და საყვარელ ქალს ჰპირდება, რომ ერთ თვეში დაბრუნდება და დაქორწინდებიან. სამი თვის ამაო ლოდინის შემდეგ, ლეტისია უცხოეთში მიდის სწავლის გასაგრძელებლად. რამირო ბრუნდება და ქოხი ცარიელი ხვდება... მრავალი წლის შემდეგ ისინი მშობლიურ ქალაქში ხვდებიან ერთმანეთს...

🔰:

საუკეთესო სერიალები ბოლო 10 წლის განმავლობაში

ტოპ სერიალები უქმეებისთვის

5 მინი სერიალი - ერთი ამოსუნთქვით ჩაამთავრებთ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები