იცით თუ არა

რას გვანიშნებს ნიკაპზე ღრმული?

fun time

18:00 ხუთ. 23 ნოემბერი, 2023 წელი

რა თვისებაზე მიანიშნებს
ნიკაპზე ღრმული?

14
დაკოპირებულია

მეცნიერების დარგი, სახელად ფიზიოგნომიკა გვეხმარება ამოვიცნოთ ადამიანის შინაგანი სამყარო გარეგნული ნიშნებით.  ამჯერად ვცადოთ, გავარკვიოთ, რაზე მეტყველებს ჩაღრმავება ადამიანის ნიკაპზე. 

ნიკაპი

ნიკაპი ვერბალურ კომუნიკაციასთან და ხანგრძლივი ლაპარაკის უნართან ასოცირდება. ფიზიოგნომიკაში ნიკაპი ადამიანების დარწმუნებაში და საკუთარი იდეების სხვა ადამიანებთან მიტანაში გვეხმარება.

რატომ ჩნდება და რას ნიშნავს ნიკაპზე ღრმული?

ნიკაპზე ღრმული აქვს ადამიანს, რომელიც საკუთარ მოსაზრებებს გარშემო მყოფებს თავზე ახვევს. ის მზადაა, თანამოსაუბრის დასარწმუნებლად ერთი და იგივე სიტყვები უსასრულოდ იმეოროს.

ზოგჯერ გასაკვირია, რამდენად ზუსტად არჩევს ჰოლივუდი მსახიობებს კონკრეტული როლებისთვის. მაგალითად, სპარტაკის როლისთვის, რომელიც რომის იმპერიაში აჯანყებას ხელმძღვანელობდა, კირკ დუგლასი იდეალური შემსრულებელია.

კირკ დუგლასს სამკუთხა ყბა და ნიკაპზე ღრმული აქვს. ასეთი კომბინაციის მქონე ადამიანი სტრესის მიმართ გამძლეა, თანამოაზრეების შემოკრება და მიზნისკენ წაყვანა შეუძლია.

ნიკაპზე ღრმულის მქონე ადამიანი ადამიანი საკმაოდ ჯიუტია. მისი გადარწმუნება თითქმის შეუძლებელია. ცდილობს გარშემო მხოლოდ ისეთი ადამიანები ჰყავდეს, რომლებიც ყველაფერში ეთანხმებიან, ისინი კი, ვისაც განსხვავებული აზრები აქვთ, რაც შეიძლება შორს უნდა იყვნენ და მყუდროება არ უნდა დაურღვიონ.

რით განსხვავდება ღრმულიანი ნიკაპი გაყოფილისგან?

ხშირად ღრმულიანი ნიკაპის გაყოფილისგან გარჩევა ვიზუალურად საკმაოდ რთულია. ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ ნიკაპს ღრმულიც აქვს და გაყოფილიცაა, როგორც მსახიობი აარონ ეკჰარტს აქვს.

თუ ნიკაპზე ღრმული ადამიანის სიჯიუტეზე მეტყველებს, გაყოფილი ნიკაპი იმის ნიშანია, რომ ურთიერთობის დროს ადამიანი ლოგიკური ინფორმაციის ნაკადიდან სენსორულ-ემოციურზე გადადის. ასეთ ადამიანთან ურთიერთობისას ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, როგორ ტალღაზეა. თუ ლოგიკურზე, მასთან საერთო ენის პოვნა ადვილია, თუ ემოციურზე, მასთან განწყობის შეხამება უნდა სცადოთ.

როგორ დავამყაროთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც ნიკაპზე ღრმული აქვს?

ასეთ ადამიანებს თამაშში უნდა აჰყვეთ. უნდა დაანახოთ, რომ ყურადღებით უსმენთ და ეთანხმებით. მათთან კამათი არასასურველია.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროთ, რომ ეს ადამიანები ზედაპირულად მოაზროვნეები არიან. მათ მშვენივრად ესმით, ვინ არის მათი გულწრფელი მხარდამჭერი და ვინ არა და იციან, და იციან, როგორ მიაღწიონ მიზანს...

ესეც ნათქვამის დასტურად - ჯეფ ბეზოსი 😉

ესეც დაგაინტერესებთ:

რა საიდუმლოს მალავენ ჩვენს სახეზე არსებული ხალები?

ცერა თითი მართლა არის ინტელექტის საზომი?

სიცილის მანერა ადამიანის ხასიათს გაჩვენებთ

როცა ლამაზი თვალები დაავადების სიმპტომია

კარგად დააკვირდით - რომელი დაავადების შესახებ გვაფრთხილებს ხელები?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გავიალი - ნიანგის ერთადერთი სახეობა...

გავიალი - ნიანგის
ერთადერთი სახეობა,
რომელიც ადამიანს არ ერჩის

წინასწარმეტყველური სიზმრები - ვინ,...

საინტერესო ფაქტები
სიზმრის შესახებ

შეიძლება თუ არა საზამთროს კურკის გა...

საზამთრო

როგორი იძია შური „როლს-როისზე“ ინდო...

მაჰარაჯა, როლს-როისი

არასოდეს ჩახვიდეთ თუ მელოტი ხართ -...

მელოტი კაცი

ესპანეთში ზღვაში მოშარდვისთვის ჯარი...

ზღვა ესპანეთში

ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც კ...

ვის კბენს კოღო?

ყველაზე მიუწვდომელი ქალაქი დედამიწა...

ქალაქი მექა

კარგი მეხსიერება აქვს და ლუდი უყვარ...

გიგანტური აქატინას
შესახებ