სილამაზე/ჯანმრთელობა

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ საუზმეს აღარ გამოტოვებთ

fun time

12:00 პარ. 26 ნოემბერი, 2021 წელი

ჯანსაღი საუზმის
სარგებელი

14
დაკოპირებულია

ჯანსაღი საუზმე, გადაჭარბების გარეშე, თქვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს! ასე რომ, 10 წუთით ადრე გაიღვიძეთ, რათა საუზმის გარეშე სახლიდან არ გავიდეთ.

იმისთვის, რომ ჭარბი ინფორმაციით არ გადაგღალოთ, მოკლედ ჩამოგითვლით, რას აძლევს ორგანიზმს ჯანსაღი საუზმე 👇

👉 საუზმე წონაში კლებას უწყობს ხელს:

ადამიანებს, რომლებიც არ საუზმობენ, 50%-ით ხშირად აწუხებთ ჭარბი წონა.

👉 საუზმე ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ამაღლებს:

საკვების დილაობით მიღება თქვენს კონცენტრაციის დონეს ამაღლებს, აუმჯობესებს მეხსიერებას და სხვა გონებრივ შესაძლებლობებს.

👉 საუზმე საუკეთესო საშუალებაა სწორი კვების დასაწყებად:

კვლევების თანახმად, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად საუზმობენ, იშვიათად სჭირდებათ დიეტა და ზოგადად, სრულყოფილი კვება აქვთ.

👉 საუზმე აჩქარებს მეტაბოლიზმს:

საუზმე, ფაქტობრივად, ორგანიზმს აფხიზლებს, აჩქარებს მეტაბოლიზმს და არეგულირებს ცხიმის წვის პროცესს.

👉 ის, ვინც საუზმობს, ნაკლებს სუსნაობს:

სრულყოფილი საუზმე ეხმარება ორგანიზმს დანაყრებაში, რაც ნიშნავს, რომ რამდენიმე საათის შემდეგ ფუნთუშის ან ნამცხვრის მირთმევის სურვილი არ გექნებათ.

👉 საუზმე თქვენს ფიზიკურ შესაძლებლობებს აუმჯობესებს:

ვიტამინები და საკვები ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმს სრულყოფილი საუზმის შემდეგ მიეწოდება, თქვენს სხეულს ენერგიით ავსებს. საბოლოოდ უფრო გამძლე და აქტიური ხდებით.

👉 საუზმე დაავადებების წარმოქმნის რისკს ამცირებს:

ჯანსაღი საუზმე დიაბეტის, ჰიპოგლიკემიისა და ჰიპოტენზიის წარმოქმნის რისკს ამცირებს.

👉 საუზმე განწყობას ამაღლებს:

დამტკიცებულია, რომ დილის საუზმე ადამიანს აბედნიერებს.

👉 საუზმე გულის მუშაობას აუმჯობესებს:

ჯანსაღი საუზმე სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

👉 დაბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, საუზმე თქვენს ოჯახურ ურთიერთობას ამყარებს!

ერთობლივი საუზმე, აუჩქარებლად - ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა ოჯახის წევრებთან ერთად დროის გასატარებლად!

☕:

დილის საუზმის რეცეპტები

ფრანგული საუზმე

დილის 5 ჩვევა, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მარილის რა დოზაა სასიკვდილო ადამიან...

მარილის რა დოზაა
სასიკვდილო
ადამიანისთვის?

ნიტრატები ბოსტნეულში - რომელი ნაწილ...

ნიტრატები ბოსტნეულში

ჟელატინის სამკურნალო თვისებები

ჟელატინის სამკურნალო
თვისებები

ბატიბუტის თვისებები - გემრიელი ხემს...

ბატიბუტის თვისებები

ფეტვის სასარგებლო თვისებები და მომზ...

ფეტვის სასარგებლო
თვისებები

ბადრიჯანი - სასარგებლო და სამკურნალ...

ბადრიჯანი - სასარგებლო და
სამკურნალო თვისებები

ერბოს თვისებები - სასარგებლოა თუ არ...

ერბოს მომზადება

გაჭერით ლიმონი და დატოვეთ საძინებელ...

ლიმონი ჯანმრთელობისთვის

ხილი დიეტის დროს

ხილი დიეტის დროს