დესერტი

ალუბლის შტრუდელი ლავაშით - გემრიელი და სწრაფი დესერტი

fun time

17:21 ხუთ. 11 მაისი, 2023 წელი

ალუბლის შტრუდელი

14
დაკოპირებულია

ალუბლის სეზონი კარს მოგვადგა, ამიტომ გთავაზობთ მოამზადოთ ამ საოცარი ხილის დესერტი სახლის პირობებში. გარწმუნებთ, ეს გემო ყველაზე პრეტენზიულ გურმანსაც კი მოხიბლავს. 

შტრუდელი ავსტრიული სამზარეულოს ერთ-ერთი ცნობილი კერძია, რომელიც ცომის ფენებისა და ტკბილი გულსართისგან შედგება.

ალუბლის შტრუდელი იმდენად სწრაფად მზადდება, რომ შეგიძლიათ უკვე ღუმელი ჩართოთ.

ალუბლის შტრუდელის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტი:

  • ალუბალი - 300 გრ.
  • შაქარი - 40 გრ.
  • თხელი ლავაში - 120 გრ.
  • ვანილის შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 1 სავსე ჩაის კოვზი სახამებელი
  • 1 ს/კ რძე
  • 1 ს/კ შაქრის პუდრი

შტრუდელის მომზადება:

1. ღუმელი 180 გრადუსამდე გაახურეთ.

2. ალუბალი კარგად გარეცხეთ, კურკები მოაცილეთ და შაქარი მოაყარეთ, რომ წვენი გამოუვიდეს.

3. ათქვიფეთ კვერცხი ვანილთან და რძესთან ერთად და თხელ ლავაშს წაუსვით.

4. ალუბალს ზედმეტი წვენი მოაცილეთ, სახამებელი დუმატეთ და აურიეთ. სახამებლიანი ალუბლები ლავაშზე მოათავსეთ და დაახვიეთ, შტრუდელს თავზეც კვერცხიანი ნარევი წაუსვით.

5. შტრუდელი 15-20 წუთის განმავლობაში აცხვეთ და ბოლოს თავზე შაქრის პუდრი მოაყარეთ.

სულ ეს არის.

გემრიელად მიირთვით!

ესეც სცადეთ:

ვაშლის შტრუდელი ლავაშით

უმარტივესი ნამცხვარი შავი მოცვით

ტირამისუ მარტივად


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?

ჰალვას რეცეპტი

რულეტი პრაღა „პრაღის“ ტორტის მოყვარ...

რულეტი პრაღა

მოამზადეთ თურქული რაჰათლუკუმი 15 წუ...

თურქული რაჰათლუკუმი 15
წუთში

ქლიავის ჩირის მომზადება - 5 საუკეთე...

ქლიავის ჩირის დამზადება

ჟოლოს გაყინვა - 4 ოქროს წესი დიასახ...

ჟოლოს გაყინვა

ნაყინის მომზადება ბანანით

ნაყინის მომზადება
ბანანით

წითელი მოცხარის ჯემი ზამთრისთვის

წითელი მოცხარის ჯემი
ზამთრისთვის

ნესვის ჩირის მომზადება სახლის პირობ...

ნესვის ჩირის მომზადება

შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, უგემ...

შოკოლადის ტორტი ცხობის
გარეშე