დესერტი

ხილის ტორტი ცხობის გარეშე

fun time

12:00 შაბ. 6 აგვისტო, 2022 წელი

ხილის ტორტი ცხობის გარეშე

14
დაკოპირებულია

თუ გსურთ ტკბილეული ცხობის გარეშე, ზაფხულის ცხელ დღეს რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, ვიდრე გრილი და არომატული კენკრის ტორტია. სულ რაღაც, 15 წუთში მზადაა, თუმცა სასურველია მირთმევამდე მაცივარში მთელი ღამით დატოვოთ.  ამასთან, შეგიძლიათ კენკრა საკუთარი გემოვნებით, სეზონის მიხედვით შეარჩიოთ. 

 

კენკრის ტორტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ჟოლო - 400 გ
  • მოცვი - 200 გ
  • არაჟანი - 800 გ
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • წყალი - 100 მლ
  • ჟელატინი - 30 გრ.
  • ვანილის შაქარი - 8 გრ.

მომზადების წესი:

30 გრ ჟელატინი ჩაყარეთ რკინის ჯამში, დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი და, დაახლოებით, 10 წუთი დატოვეთ, რომ ჟელატინი გაფუვდეს.

ცალკე ჯამში მოათავსეთ 800 გრ არაჟანი, 1 ს.კ. შაქარი და 8 გრ. ვანილის შაქარი. ყველაფერი კარგად აურიეთ, რათა შაქარი არაჟანში გაიხსნას.

ჟელატინი როცა გაფუვდება, დაბალ ცეცხლზე დაადგით და განუწყვეტელი მორევით ადუღებამდე მიიყვანეთ. გაითვალისწინეთ, რომ ჟელატინი არ უნდა ადუღდეს.

არაჟანში ჩაასხით გამდნარი ჟელატინი და მაშინვე კარგად აურიეთ.

ტორტისთვის დაახლოებით 400 გრ ჟოლო და 200 გრ მოცვი დაგჭირდებათ. ცოტაოდენი კენკრა ტორტის გასაფორმებლად შეინახეთ.

კენკრა ჩაყარეთ არაჟანის ჟელეში და კოვზით ნაზად აურიეთ.

21 სმ დიამეტრის ფორმაში (სასურველია ფორმას გვერდები ეხსნებოდეს) ჩააფინეთ პოლიეთილენის ფირი ისე, რომ შიგთავსი გარეთ არ გამოვიდეს.

არაჟნის ჟელე ფორმაში გადაიტანეთ და მორჩენილი კენკრა თავზე ლამაზად მოაწყვეთ.

ტორტი მაცივარში, სულ მცირე, 3-4 საათით დატოვეთ.

გამაგრებული ტორტი ფორმიდან ფრთხილად ამოიღეთ, პოლიეთილენის ფირი მოაცილეთ და ლანგარზე გადაიტანეთ.

შენიშვნა:

თუ ფორმას გვერდები არ ეხსნება ან ტორტი ჩვეულებრივ ჯამში გააკეთეთ, ტორტის ამოსაღებად ჯამი 10 წამით ცხელ წყალში უნდა მოათავსოთ.

გემრიელად მიირთვით!


სცადეთ ეს მარტივი რეცეპტები 👇

დესერტი ცხობის გარეშე

ჩიტის რძე ბეზეთი

ცივი ტორტი

პეჩენიის დესერტი



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, უგემ...

შოკოლადის ტორტი ცხობის
გარეშე

ბლონმანჟე შოკოლადით — ნაზი და მსუბუ...

ბლონმანჟე შოკოლადით

მარწყვი შოკოლადში – როგორ მოვამზადო...

მარწყვი შოკოლადში

ტორტი „მიკადო“ – უგემრიელესი სომხურ...

ტოროტი მიკადო

ქოლდ ბრიუ – ცივად დაყენებული ფილტრი...

ქოლდ ბრიუ

თაფლის ტორტი - მარტივი დესერტი ცხობ...

თაფლის ტორტი - მარტივი
დესერტი

უკოფეინო ყავა - მოამზადეთ ფინიკის კ...

უკოფეინო ყავა ფინიკის
კურკებისგან

არაჟნის მოხარშული კრემი

არაჟნის მოხარშული კრემი

ცივი კრემი შესქელებული რძით

ცივი კრემი შესქელებული
რძით