უცხოური სამზარეულო

დააგემოვნეთ „პრაღის გაზაფხული“

fun time

12:00 ოთხ. 9 მარტი

„პრაღის გაზაფხული“
14
დაკოპირებულია

თუ განსხვავებული სალათები მოგწონთ, სცადეთ უგემრიელესი „პრაღის გაზაფხულის“ მომზადება, რომლის რეცეპტსაც შეფ-მზარეული ზაზა მჭედლიშვილი ექსკლუზიურად Funtime-ს მკითხველებს გთავაზობთ.

ერთი ულუფისთვის საჭირო პროდუქტი:

  • ღორის ხორცი -300 გრ
  • ბულგარული წიწაკა - 200 გრ
  • პომიდორი - 200 გრ
  • კიტრი - 200 გრ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • ნიორი - 5 კბილი (დაბლენდერებული)
  • საფანელი - 200 გრ
  • სეზამის მარცვლები - 20 გრ
  • სალათის ფოთოლი „აისბერგი“ – 2-3 ფოთოლი
  • მაიონეზი - 100 გრ
  • მეგრული აჯიკა - 20 გრ
  • ნახევარი ლიმონი
  • მზესუმზირის ზეთი - 150 გრ
  • ფქვილი - 1 ს/კ
  • მაშარაფი (ბროწეულის წვენი) – 30-40 გრ
  • ოხრახუში - 30 გრ
  • ზეითუნის ზეთი, ბალზამიკო, შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

ღორის ხორცს ვჭრით სამ თანაბარ ნაწილად და სამზარეულოს ჩაქუჩით ორივე მხრიდან კარგად ვბეგვავთ. შემდეგ ორივე მხრიდან ვაყრით მარილს, შავ პილპილს და ხელით ვუსვამთ ზედაპირებს, რომ ხორცი კარგად გაიჟღინთოს. მოზრდილ თასში ვყრით საფანელს და სეზამის მარცვლებს, შემდეგ ვიღებთ ცალკე თასს, უკვე კვერცხის და ფქვილის ასათქვეფად.

დაბეგვილ სტეიკებს ჯერ კვერცხისგან გაკეთებულ მასაში, შემდეგ კი საფანელში ვავლებთ და ვალაგებთ მოზრდილ თეფშზე. დაველოდებით 5 წუთი, რათა ყველაფერი ერთმანეთში კარგად გაჯდეს, შემდეგ კი ისევ თავიდან ვავლებთ სტეიკებს ისეთივე თანმიმდევრობით.

მოზრდილი ზომის ტაფას ვდგამთ დაბალ ცეცხლზე, ვასხამთ ზეთს, ცოტა ხანში ვდებთ სამივე სტეიკს და ორივე მხრიდან კარგად ვწვავთ (სტეიკების შეწვას, დაახლოებით, 10-12 წუთი დასჭირდება). შემწვარი სტეიკები 2-3- წუთით დავტოვოთ ტაფაზე თავდახურულ მდგომარეობაში, რათა ხორცი დაიორთქლოს და დარბილდეს, რაც მას უფრო გემრიელს გახდის.

სანამ სტეიკები შეიწვება, ვამზადებთ სოუსს:

მაიონეზს, აჯიკას, დაბლენდერებულ ნიორს, მარილს, შავ პილპილს, 30 გრ მაშარაფს თასში ვასხამთ და კოვზით კარგად ვურევთ, მიღებული სოუსი ყავისფერ შეფერილობის იქნება. შეგვიძლია, ცოტა ბროწეულის მარცვლებიც ჩავყაროთ.

სალათის გარნირი:

ბულგარულ წიწაკებს ვასუფთავებთ, საშუალო ზომის ჩხირებად ვჭრით და მოზრდილ თასში ვყრით. შემდეგ პომიდორს ვაჭრით გვერდებს (მისი რბილობი არ დაგვჭირდება), ვჭრით პატარა ნაჭრებად და მასაც ვყრით თასში ბულგარულებთან ერთად. კიტრსაც ანალოგიურად (ოღონდ კანგაუცლელად) ვჭრით და ვყრით თასში. ოხრახუშს ვჭრით წვრილად და მასაც ვყრით თასში. ვამატებთ ცოტა მარილს, შავ პილპილს, ბალზამიკოს, ზეითუნის ზეთს, ზემოდან ვაწურავთ ნახევარ ლიმონს და კარგად ვურევთ. სალათის გარნირიც მზადაა.

დაბოლოს:

დიდი ზომის თეფშზე ვალაგებთ სალათის ფოთლებს „აისბერგს“ (მათ ჩაღრმავებული ფორმა აქვთ) და შიგნით ვაწყობთ სალათის გარნირს. გვერდით მივუწყობთ შემწვარ სტეიკებს და ზემოდან ვასხამთ უკვე გამზადებულ სოუსს. ასევე, გვერდით მივუწყობთ შემწვარ კარტოფილს და კერძიც მზადაა.

შენიშვნა:

ამ უცხოური სალათის მომზადებას, დაახლოებით, 30 წუთი დასჭირდება.
კერძის გასაფორმებლად კი შეგიძლიათ, თქვენს ფანტაზიას მიმართოთ.
გარწმუნებით, „პრაღის გაზაფხული“ მართლაც უგემრიელესია და მისი მირთმევა ნამდვილად დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ!

გემრიელად მიირთვით!..

ასევე, ვფიქრობთ საინტერესო იქნება:

ხბოს ხორცის სალათი - ნოყიერი და გემრიელი

როგორ შეიქმნა ცეზარის სალათი და რა აკავშირებს სალათს რომაელ მხედართმთავართან?

სალათა ბადრიჯნითა და პომიდვრით - ოღონდ, ეს აჯაფსანდალი არ გეგონოთ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კუსკუსის მომზადება

კუსკუსის მომზადება

საზამთრო და ყველი - საზაფხულო სალათ...

საზამთრო და ყველი -
საზაფხულო სალათი

ბოსტნეულის წვნიანი დიეტური

ბოსტნეულის წვნიანის
რეცეპტი

კვერცხის შეწვა ასე გიცდიათ?

კვერცხის შეწვა

დაკონსერვებული თინუსის სალათი სპეცი...

თინუსის სალათი

უკრაინული სამზარეულო - უგემრიელესი...

უკრაინული გრეჩანიკები

უკრაინული წვნიანი „რასოლნიკი“ - ახა...

წვნიანი „რასოლნიკი“

ტოლმა ვაზის ფოთოლში - რეცეპტი მოდურ...

ტოლმა ვაზის ფოთოლში

ლაბას მომზადება - 4 ოქროს წესი!

ლაბას მომზადება