უკრაინული წვნიანი „რასოლნიკი“ - ახალი და უგემრიელესი კერძი მათთვის, ვისაც მომჟავო გემო მოსწონს
12:00 სამ. 1 მარტი, 2022 წელი
უკრაინული წვნიანის „რასოლნიკის“ რეცეპტს უკრაინელი მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი გვიზიარებს.
1 ულუფა „რასოლნიკის“ მოსამზადებლად საჭიროა:
- ქათმის ხორცი - 100 გრ;
- ქერის მარცვალი - 30 გრ;
- კარტოფილი - 40 გრ;
- კიტრის მწნილი - 60 გრ;
- სტაფილო - 1 ცალი;
- ოხრახუში - 10 გრ;
- ლიმონის წვენი - 10 გრ;
- ხახვი - 1 თავი;
- მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით;
მომზადების წესი:
დადგით ქათმის ხორცი მოსახარშად. გადაუწურეთ პირველი ნახარში წყალი. ჩაამატეთ ადუღებული წყალი და როგორც კი ხორცი მოიხარშება, ამოიღეთ ქვაბიდან.
ქვაბში დარჩენილ ბულიონში ჩაყარეთ ქერი და დაჭრილი კარტოფილი და მოხარშეთ.
ტაფაზე მოშუშეთ ხახვი, თხლად დაჭრილი სტაფილო და წვრილად დაჭრილი კიტრის მწნილი.
კარტოფილი და ქერი რომ მოიხარშება, ქვაბში ჩაამატეთ მოთუშული ინგრედიენტები და ქათმის ხორცი.
ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ლიმონის წვენი, შავი პილპილი და ოდნავ მარილი.
სულ ეს არის.
შენიშვნა:
თუკი ქათმის მეორე ნახარში წყლის გამოყენება არ გსურთ, შეგიძლიათ, ნახარში წყალი გადაღვაროთ და კერძში „გალინა ბლანკას“ კუბები დაამატოთ.
როდესაც წვნიანს თეფშზე დაასხამთ, შეგიძლიათ, თხლად დაჭრილი 1-2 ნაჭერი ლიმონიც მოუწყოთ იქვე.
მის მომზადებას, მაქსიმუმ, ნახევარი საათი სჭირდება.
საუკეთესო კერძია ნაბახუსევზე
გემრიელად მიირთვით!
ასევე სცადეთ, ძალიან გემრიელია:
„აკროშკა“ - „საპახმელიო წვნიანი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან