დესერტი

ხრაშუნა ტორტი ცხობის გარეშე - 5 წუთში მზადდება!

fun time

14:00 შაბ. 25 ნოემბერი, 2023 წელი

ხრაშუნა ტორტი ცხობის
გარეშე - 5 წუთში მზადდება!

14
დაკოპირებულია

გინდათ, რომ დასვენების დღეებში ოჯახის წევრები გემრიელი დესერტით გაახაროთ, მაგრამ ღუმელთან ტრიალი გეზარებათ? მაშინ ეს რეცეპტი მოსინჯეთ - ამ ტორტის მომზადებას 4 პროდუქტი და 5-7 წუთი სჭირდება.

საჭირო პროდუქტი:

  • მშრალი საუზმე (შოკოლადის ბურთები) – 250 გრ.
  • კარაქი - 130 გრ.
  • შესქელებული რძე - 200 მლ.
  • თხილი, ნუში ან ნიგოზი - 50 გრ.

მომზადების წესი:

1. ნიგოზი დაბალ ცეცხლზე მოხალეთ, გააცივეთ და წვრილად დაჭერით.

2. ახლა მოვამზადოთ შესქელებული რძის, ე.წ. სგუშონის კრემი: 130 გრ რბილი კარაქი მიქსერით 2-3 წუთი თქვიფეთ და თქვეფის შეუჩერებლად 200 მლ შესქელებული რძე დაუმატეთ. თქვიფეთ სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ.

3. მზა კრემში ჩაყარეთ 200 გრ. მშრალი საუზმე და ნიგოზი და კარგად აურიეთ, რათა შოკოლადის ბურთულები კრემით დაიფაროს. კრემიანი ბურთულები, დაახლოებით, 17 სმ-ის დიამეტრის კულინარიულ ფორმაში ნაწილ- ნაწილ გადაიტანეთ, თან კოვზით უნდა დაპრესოთ.

4. ტორტს მოსართავად 50 გრ შოკოლადის ბურთულა მოაყარეთ, პოლიეთილენის ფირი დააფარეთ და მაცივარში, დაახლოებით 2-3 საათით დატოვეთ.

5. გაციებული ტორტი მაცივრიდან გამოიღეთ და დანის წვერის დახმარებთ, კულინარიული ფორმა მოაცილეთ. ტორტი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!

ესეც სცადეთ:

კარამელის კრემი

სამარხვო კრემი

ვაშლის ნამცხვარი მარტივად

დესერტი ტაფაზე

ბანანის ტორტი ცხობის გარეშე


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

„ნამცეცა ტორტი“ - დესერტი ცხობის გა...

„ნამცეცა ტორტი“ - დესერტი
ცხობის გარეშე

ნამცხვარი „ატამი“ — ბავშვობის გემო

ნამცხვარი ატამი

ბლინის ტორტი - გემრიელი და სწრაფი დ...

ბლინის ტორტი

მოჩის მომზადება – ტკბილეული, რომელი...

მოჩის მომზადება

პანაკოტა მარწყვით — დაუვიწყარი იტალ...

პანაკოტა მარწყვით

რა მოხდება, თუ ნამცხვარში კარაქს მც...

რა მოხდება, თუ ნამცხვარში
კარაქს მცენარეული ზეთით
ჩავანაცვლებთ?

ხაჭოს პასქა - კლასიკური რეცეპტი

ხაჭოს პასქა - კლასიკური
რეცეპტი

პასქის მინანქარი - სამი მარტივი რეც...

პასქის მინანქარი

BECKJAM - დევიდ ბეკჰემის საფირმო ჯე...

დევიდ ბეკჰემის საფირმო
ჯემის რეცეპტი